თავში

პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს
პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამართლებლივი დასკვნა ბიუროზე გადაიგზავნება და შემდგომ განიხილება.

რამდენიმე კვირის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა, რის მიზეზადაც "ნაციონალურ მოძრაობაში" შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაასახელეს. პარტიაში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროცესები სპეციალურად წინასაარჩევნოდ დააჩქარა.

"სწორედ ამ ხელშეკრულების შეთანხმების დარღვევის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა ნიკა მელიამ პარლამენტი. ახლა სასწრაფოდ იხილავენ მის საკითხს. ამდენი თვის განმავლობაში არ განხილულა, სხვა დეპუტატების, მათ შორის ჩემი, სხვების განცხადება და რაღა ასე ფორსირებულად მოუნდათ ნიკა მელიას გაშვება. უნდათ რომ დატოვონ იმუნიტეტის გარეშე", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიასთვის, დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების განხილვა რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system