თავში

პარლამენტი ონლაინმუშაობის რეჟიმზე გადადის?

პარლამენტი ონლაინმუშაობის რეჟიმზე გადადის?
პარლამენტი ონლაინმუშაობის რეჟიმზე გადადის?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში კანონპროექტების ონლაინ განხილვისა და ასევე ონლაინ კენჭისრის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, გამოვიდა.

თალაკვაძემ ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ერთი წლის წინა წარუდგინა კოლეგებს თუმცა პარლამენტს ის ამ დრომდე არ განუხილავს.

თალაკვაძე ამბობს, რომ დღევანდელი მდგომაროებიდან გამომდინარე, საჭიროა ეს ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესითგანიხილოს.

„მინდა კვლავ დავუბრუნდე ამ საკითხს და მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა პარლამენტისთვის, ახალ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, პარლამენტისთვის ისეთი ფუნქციის მინიჭების, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, პარლამენტს კანონპროექტების ელექტრონული პროცედურით განხილვის და გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი ინსტრუმენტი და ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს და მინდა მივმართო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს ამ ინიციატივის გარშემო ტექნიკურ თუ სამართლებრივ გარემოებებზე იმსჯელონ, დროულად მოვამზადოთ და თუ საჭიროა დაჩქარებული წესითაც განვიხილოთ ეს ინიციატივა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ,გუშინ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში 30 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 043 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 60 500-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 53 700-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსმა მსოფლიოში 3385 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system