
საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეიდან იწყება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება.
საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.
საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს - სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.