თავში

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს 

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს 
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით პლენარულ სესიაზე 21 ივნისს გაიტანს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„საგანგებო მდგომაროება დასრულდება 22 მაისს, რაც იმას ნიშნავს რომ განახლდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ამ ყველაფერს დასჭირდება ერთი თვე. კერძოდ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ 21 ივნისს პირველი მოსმენით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და 29 ივნისს უკვე შეგვიძლია, სამი მოსმენით დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით არის ნაკისრი, უკვე სრულად შესრულდება ივნისის ბოლოს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ეს არის რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობა და იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენ ერთად გავაფორმეთ 4 ელჩის თანდასწრებით. ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი გამართლება და მე მათ ვურჩევ, შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ ეს ვალდებულება, რომელიც არის ნაკისრი მათ მიერ შეთანხმებით“, - განაცხადა კობახიძემ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system