თავში

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს იწყებს. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენს. 

26 ნოემბერს კი, ნინო სანოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system