თავში

პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი - კელი დეგნანი

პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი - კელი დეგნანი
პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. 

აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნლოვანია, პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანმხების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს, რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

"შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, სანამ რეფორმები გატარდება. ლიდერები ასევე დათანხმდნენ, რომ რეფორმების გატარებამდე, იქნებოდა ჯანსაღი დებატები - რა სასამართლო რეფორმები იყო საჭირო. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენს, შეთანხმება შეთანხმებაა. მათ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ეს პროცესი შეჩერდებოდა სასამართლო რეფორმის სრულ განხილვამდე. საქართველოს კონსტიტუციაში ცხადად არის გაწერილი, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის ქართველი ხალხისთვის მიცემული ძალიან სერიოზული პირობა. კონსტიტუცია გამოყოფს პროცედურებს და პროცესებს დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფისთვის, რომელიც მიღებული იქნება ზოგადი სამართლის, საერთო სასამართლოების კანონის და სხვა კანონების შესაბამისად, რომელთა გატარება და შეცვლა პარლამენტის კონპეტენციაშია." - ამბობს დეგნანი.

აშშ-ს ელჩის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს რეფორმების განხილვა.

"კონსტიტუციის და 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში ახლა პარლამენტი ვალდებულია და პასუხისმგებელი, შეაჩეროს [მოსამართლეების] დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს დებატები, რათა გარანტირებული იყოს წინა რეფორმების შეფასება, ეს ასევე გათვალწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. ეს უნდა მოხდეს, რათა ქართველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სასამართლო არის ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს." - თქვა დეგნანმა.

აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ დამოუკიდებელი შეფასების თანახმად, მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება არ დააზიანებს სასამართლო სისტემას, ვინაიდან პოსტებზე საკმარისი რაოდენობის მოსამართლეა, რათა შესაძლებელი იყოს რეფორმების განხილვა.

კელი დეგნანს იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system