თავში

პარლამენტის ბიუროს ხვალ "აღსრულების კოდექსს" წარუდგენენ

პარლამენტის ბიუროს ხვალ "აღსრულების კოდექსს" წარუდგენენ
პარლამენტის ბიუროს ხვალ აღსრულების კოდექსს წარუდგენენ

დეპუტატები მიხეილ სარჯველაძე და თეა წულუკიანი ხვალ პარლამენტის ბიუროს "აღსრულების კოდექსის" პროექტს წარუდგენენ. 

პროექტის მიხედვით, უქმდება “აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და “კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და აღსრულების სრულიად ახალი სისტემა ყალიბდება.

ცალკეულ აღმასრულებლებს, მათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად, სამოქმედო ტერიტორია განესაზღვრებათ. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება.

აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 აღსრულების პოლიციელი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულებაც სავალდებულო იქნება. 

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი, დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system