თავში

პარლამენტის პირველი სხდომა 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს

პარლამენტის პირველი სხდომა 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს
პარლამენტის პირველი სხდომა 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, პრეზიდენტი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა ჩატარდეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

ცესკო-მ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი დღეს გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system