თავში

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს გაიმართება
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 18 ივლისს გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვირას, 18 ივლისს, 12 საათზე დაიწყება. რიგგარეშე სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს აირჩევენ და შესაბამის დადგენილების პროექტს უყრიან კენჭს.

გარდა ამისა, რიგგარეშე სხდომაზე, პლენარული სხდომების გაცდენებიდან გამომდინარე, პარლამენტის რამდენიმე წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

„ეს საკითხი რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და ეს თემა იქნება რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი საკითხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, 18 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ.

გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრი ოპოზიციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიბარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system