თავში

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განიხილონ, რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა. დღესვე ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. 

დეპუტატებს სხდომის გახსნისას თავმჯდომარე არცილ თალაკვაძემ მიმართა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარცევნო სისტემით 120/30 და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. 

ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს " პარტია ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს. ამის შემდეგ მათ ექნებათ მოთხოვნა, რომ შესრულდეს შეთანმხების ის ნაწილი, რომელიც გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებას გულისხმობს.

კანონპროექტი ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system