თავში

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება
პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

დღეს, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც დღის წესრიგს დაამტკიცებენ. 

ცნობილია, რომ დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს უყრის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

პარლამენტმა ცვლილებები გუშინ, პირველი მოსმენით დაამტკიცა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს, რასაც კანონპროექტის ავტორი დაეთანხმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system