თავში

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა - VIDEO

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა - VIDEO

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ სესიის დახურვისას ქვეყანას წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი. 

„მსურს პარლამენტის სახელით, თქვენი სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ თანამშრომელს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აშუქებდნენ საპარლამენტო პროცესებს და მიმდინარე მოვლენებს და ასევე ყველას, ვინც თანამშრომლობდა ამ წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტთან. ბედნიერ შობასა და ახალ წელს გისურვებთ! წარმატებები ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წელი იქნება უკეთესი თუ ჩვენ ერთად დავდგებით და თუ გავერთიანდებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების გარშემო. მეც მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს თანამშრომლობისთვის“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system