თავში

პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას გავმართავთ - უგულავა

პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას გავმართავთ - უგულავა
პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას გავმართავთ - უგულავა

პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიების გამართვას ვაპირებთ, რომელიც სავარაუდოდ მეტეხის პლატოზე ჩატარდება, - ამის შესახებ "ევროპული სქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

 უგულავას თქმით, ოპოზიციური პარტიები ამ დრეს დიდ, საერთო დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

"გაყალბებული პარლამენტის შეკრების უფლებამოსილების დღეს ვაპირებთ ცალკე ღონისძიებას, სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. ხელი მოეწერება დიდ, საერთო დეკლარაციას: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტება. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა. მეორე დოკუმენტს ხელს ის პარტიები მოაწერენ, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით გადალახეს ბარიერი, სიის ჩახსნის მოთხოვნით. მესამე არის მთავარი დოკუმენტი, სადაც ყველა გასული დეპუტატი მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში და მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ეს გაიმართება მაშინ, როცა საქართველოს პრეზოდენტი დანიშნავს პარლამენტის შეკრების დღეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system