თავში

პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნაში, რომელიც ეხება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებებს, საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ, ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რომელ საარჩევნო სისტემას აირჩევს, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

როგორც report.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა 2016 წელს დადო და შეასრულა, როდესაც ეს საკითხი კონსტიტუციაში აისახა. ის კი, რასაც ხელისუფლება ამჟამად სთავაზობს ოპოზიციას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არის კომპრომისული და დაბალანსებული.

„ჩვენ დავდეთ პირობა 2016 წელს, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და 2017-2018 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და რომ ეს გადასვლა მოხდებოდა 2024 წელს. დღეს ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდგომი დიალოგის ფარგლებში განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს სახალხო დამცველმა გაუგზავნა. ორგანიზაციის დასკვნა გუშინ გასაჯაროვდა.

ოპოზიციის მტკიცებით, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს ოპოზიციის მოდელი არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც შეეხება უმრავლესობას, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დასკვნის მეორე აბზაცშივე მითითებულია, რომ ეუთო-ოდირის კომპეტენციაში არ შედის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა და აქ ორი აზრი არ შეიძლება გაჩნდეს. ამ ფრაზის შემდეგ რაიმე სხვა აზრის არსებობა, არის მანიპულირება, ტყუილი და უცოდინრობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system