თავში

პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია დააფიქსირებს თავის პოზიციას - თარხნიშვილი

პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია დააფიქსირებს თავის პოზიციას - თარხნიშვილი
პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია დააფიქსირებს თავის პოზიციას - თარხნიშვილი

,,ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს საერთო პოზიცია, რაც მდგომარეობს ხელახალი არჩევნების ჩატარების, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას.

ეს არის ჩვენი პოზიცია, რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანი პოზიციით წარდგება. რისი თქმაც შეიძლება დღესვე, არის ის, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას და ხელს მოაწერს სამ განცხადებას.

ის 60 ადამიანი, რომელიც არჩეულია პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებისდა მიხედვით, მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენტში, ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი ცესკოს მონაცემებით, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ ხსნიან სიებს და შესაბამისად, არავინ ამ პარტიებიდან არ შევა პარლამენტში და ბოლოს, ყველა ეს პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებდა არჩევნებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ არ აღიარებს ამ შედეგებს.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, პრეზიდენტი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა ჩატარდეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

ცესკო-მ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი დღეს გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system