თავში

პარლამენტმა 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

პარლამენტმა 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა
პარლამენტმა 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

პარლამენტმა 9 კანდიდატიდან 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე - 79 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  • გიორგი გოგიაშვილი - 79 მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  • ლევან თევზაძე - 77 მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  • რევაზ ნადარია - 77 მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  • ბიძინა სტურუა - 78 მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  • ლაშა ქოჩიაშვილი - 79 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძესა და გიორგი შავლიაშვილს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. პლენარულ სხდომას, ოპოზიიდან მხოლოდ პარტია „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system