თავში

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტი 80-მდე მუხლს, 1 500 პატიმარს და 6 000-მდე პრობაციონერს შეეხება.

აქტი ასევე ვრცელდება 4 000-მდე პირზე, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯარიმა აქვთ განსაზღვრული.

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებს.

ცნობისთვის, პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონი 16 დეკემბერს დარეგისტრიდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნავს, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

ნახეთ “სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system