თავში

პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით ( 82 მომხრე) მხარი დაუჭირა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში შედის.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება ტერმინი - დისტანციური სწავლება. წარმოდგენილი რედაქციით, დისტანციურ სწავლებაში მოიაზრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადო/უმაღლესო/პროფესიული განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლის/სტუდენტის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილებებს ემატება ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზანი. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესსაც მინისტრი დაამტკიცებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით იხილება და მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system