თავში

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

82 მომხრე, 13 წინააღმდეგი - პარლამენტმა, "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა მიიღო.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system