თავში

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას
პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

პარლამენტმა, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 21 აპრილამდე გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

დღეს, 21 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით  მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ დეკრეტი გამოსცა. 

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგა მოხსენებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობის შესახებ.

ეს ბრძოლა ჩვენია, ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით, - ასე მიმართა პარლამენტის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

რა წესები იმოქმედებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს, ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system