თავში

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს, მხარი დაუჭირა.

მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციის იმ მცირე ნაწილმა, რომელიც პარლამენტში შევიდა, ამას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, პარტია "მოქალაქეებმა" და "ევროპელმა სოციალისტებმა". 

პლენარულ სხდომამდე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system