თავში

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ საკითხს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ იყო.

როგორც მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია ამ საგამოძიებო კომისიით "ქართული ოცნება" რის დამტკიცებას ცდილობს. 

"ამ კომისიით რისი მიღწევა უნდა „ქართულ ოცნებას“, ვერ ვხვდები, დაამტკიცოს, რომ მართლები არიან? ამას ვერ დაამტკიცებს, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ამის დამტკიცება არ არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. მგონია, რომ ეს საგამოძიებო კომისია, ექვსთვიან სამუშაოს რაღაც თვალსაზრისით გაუფუჭებს სამომავლო წარმატების მიღწევის შანსებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system