თავში

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას კენჭი უყარა

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას კენჭი უყარა
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას კენჭი უყარა

97 მომხრე, 10 წინააღმდეგი. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა. სხდომას 118 დეპუტატი ესწრებოდა. 

ასევე 22 მაისამდე გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კენჭისყრამდე, პარლამენტს, საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების თაობაზე ბრძანება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. 

პლენარულ სესიას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიები, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა, თუმცა მათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირეს. ისინი ხელისუფლებისგან ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული. გუშინ კი, მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვადის გახანგრძლივებას ხელი მოაწერა და შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system