თავში

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. 

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი  — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 

უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები არჩევნების ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system