თავში

პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა

პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა
პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა. 

უვადო მოსამართლეებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. 

პრლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები. 

კენჭისყრას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

ანალოგიურად დასრულდა დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

სხდომას არ დასწრებია არც ერთი დამოუკიდებელი და  ოპოზიციონერი დეპუტატი. 

კენჭისყრის დეტალური შედეგები ასე გამოიყურება:  

თამარ ალანია - არც ერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი - არ არის დამტკიცებული.

მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე,1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი - არ არის დამტკიცებული.

მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

მამუკა ვასაძე - 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

მაია ვაჩაძე - 90 მომრე, არც ერთი წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

თამარ ზამბახიძე - 89 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

გიორგი მიქაუტაძე  - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

პაატა სილაგაძე - არც ერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი - არ არის დამტკიცებულია.

ნუგზარ სხირტლაძე - მომხრე 90, არც ერთი წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

ლალი ფაფიაშვილი - 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

ნინო ქადაგიძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

ლაშა ქოჩიაშვილი - 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი - არ არის დამტკიცებულია.

ქეთევან ცინცაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

ალექსანდრე წულაძე - 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დამტკიცებულია.

გოჩა ჯეირანაშვილი - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი - არ არის დამტკიცებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system