თავში

პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია დარეგისტრირდა

პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია დარეგისტრირდა
პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია დარეგისტრირდა

გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე იქნება. როგორც პარლამენტში გამრთულ ბრიფინგზე სამნიძემ აღნიშნა, ფრაქცია შეიქმნა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.

„ამან მოგვცა საშუალება, გავერთიანდეთ ერთი მიზნის ირგვლივ. სახელიც ამ ფრაქციის შესაბამისად შევარჩიეთ. ფრაქციაში გაერთიანებული არიან სამი პოლიტიკური პარტია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ფრაქციის მიზანი ხალხის პრობლემებზე საუბარი და ამ პრობლემების მოსაგვარებლად "ქართული ოცნების" იძულება იქნება. 

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. ასე ჰქვია ფრაქციას, რომელიც შევქმენით, რომელიც არის მრავალპარტიული და არ არის ერთპარტიული ფრაქცია, მის შემადგენლობაში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ადამიანები, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დაგვეხმარა ფრაქცია შეგვექმნა. ფრაქცია არის მექანიზმი, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე, მოადგილე პაატა მანჯგალაძე, ფრაქციის აპარატს კი სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია - ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ პოლიტიკა, პარლამენტი არის მათთვის და არამხოლოდ ელიტისთვის. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიუძლოთ „ქართული ოცნება“ როგორც შეთანხმების შესასრულებლად, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვაიძულოთ რომ ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე გაგვცენ პასუხი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system