თავში

პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება

პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება
პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.

„მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას „ლელო პარტნიორობისათვის“ გამოაკლდა ერთი წევრი. რეგლამენტით განსაზღვრული 7 დღის ვადაში არ მომხდარა ფრაქციის შევსება ახალი წევრით, შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა. „ლელოს“ პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“, აქვე წარდგენილია შესაბამისი წესდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system