თავში

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - VIDEO

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - VIDEO
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - VIDEO

დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და "ქართული ოცნების" წევრ დაჩი ბერაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი პარლამენტიდან იტყობინება, ჩხუბში უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც ჩაერთნენ.  

ლურსმანაშვილის გაღიზიანება, გოგიაჩაიშვილის მხრიდან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებულმა რეპლიკამ გამოიწვია.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე, პარლამემტში პლენარული სხდომა ურთიერთბრალდებების და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად სხდომაზე ხმაური "ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებებს მოჰყვა. 

ამის შემდეგ კი, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, რომ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უმრავლესობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რასაც დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის გაღიაზიანება მოჰყვა. ხმაურის ფონზე სესია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

სხდომა რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system