თავში

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხს განიხილავენ

პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხს განიხილავენ
პარლამენტში დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხს განიხილავენ

პარლამენტში დღეს განიხილავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხს. 

პროექტის მიხედვით, ორივე უწყებაში სამინისტროში ამჟამად დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ დაინიშნებიან.

ის თანამშრომლები, რომელიც სფეროების მიხედვით არ მუშაობენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაინიშნებიან.

კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მთავრობამ უნდა შექმნას კომისია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, დოკუმენტაციის (არქივის) განსაზღვრას, განკარგვას და მათთვის გადაცემას.

"ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს კულტურის მიმართულება, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ამ დარგის მართვა. ამასთან ერთად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ასევე გამოეყოფა სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულება. მოგეხსენებათ, განათლება და მეცნიერება, ასევე, უზარმაზარი სექტორია, შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს ცალკე, მას ჰყავდეს ცალკე მინისტრი, რათა უფრო სწრაფად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ამილახვარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system