თავში

პარლამენტში ძალიან ხშირად მეტროთი დავდივარ - იოსელიანი

პარლამენტში ძალიან ხშირად მეტროთი დავდივარ - იოსელიანი
პარლამენტში ძალიან ხშირად მეტროთი დავდივარ - იოსელიანი

ვიცე-სპიკერისთვის განკუთვნილი პრივილეგიებიდან პრაქტიკულად არაფერს ვიყენებ - პარლამენტში ძირითადად პირადი მანქანით დავდივარ და ძალიან ხშირად დავდივარ მეტროთი, რადგან უფრო ჩქარა მივდივარ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

იოსელიანის თქმით, ადამიანს რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, რუსთაველის გამზირზე გამოსასვლელად სახელმწიფოს დახმარება არ უნდა სჭირდებოდეს. 

"არ ვიყენებ მანქანასა და ბენზინის ხარჯს - შესაბამისად, არ მყავს მძღოლი. არ ვიყენებ ტელეფონის ხარჯს. ამ ყველაფერზე უარი ვთქვი არა რაღაც პოპულისტური მიზნებით არამედ, იმიტომ, რომ არ ვთვლი, კაცს, რომელიც საბურთალოზე ცხოვრობს, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება რუსთაველის გამზირზე მოსასვლელად. ამას თავადაც ვახერხებ - მყავს პირადი მანქანა, სკუტერი და მათ შორის მყავს ცხენიც", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system