თავში

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ
პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ

პარლამენტში, მინისტრის ფორმატის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ღარიბაშვილი სიტვით საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთში გამოდის.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, გააქტიურები არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ თავდაცის სამინისტროს დისკრედიტაციას და დეზინფორმაციას ავრცელებენ მათშორის უწყების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებზე.

„რა თქმა უნდა, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ ერთ მიზანს წარმოდგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია, ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები და ინდივიდები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობას ნატო-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების მთავარ ქვაკუთხედს. ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და პარტნიორმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შემდეგი პრინციპით - „უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში!“ ამ სულისკვეთებით ვაგრძელებთ რეფორმებს და მოდერნიზაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system