თავში

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებს, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ

თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებს, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება საჯარო ფორმატში მოხდება და მათთან კითხვების დასმის შესაძლებლობა როგორც ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ. თითო კანდიდატის მოსმენისთვის კი 6-საათიანი დრო იქნება განსაზღვრული.

საკანონმდებლო ორგანო ჯერ ყველა კანდიდატს მოუსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატია წარდგენილი, რომლებმაც კონკურსის მიხედვით საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, საბჭოს ყოფილი წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე.

წარდგენილი კანდიდატები არიან:

თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი,შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე, გოჩა ჯეირანაშვილი.

ვინ არის თამარ ალანია - პოლტფოლიო ნახეთ ვრცლად 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

მის მიერ განხილული საქმე

2007 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, განიხილა არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც დამნაშავემ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში დააკავეს თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის. 2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ნახევარი ჩაეთვალა პირობითად. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქმე იყო რეზონანსული, ვინაიდან ეხებოდა არასრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.

ვინ არის მერაბ გაბინაშვილი - პოლტფოლიო ნახეთ ვრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მომზადებულ პორტფოლიოებში, რომლებშიც მათი განათლების, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებია განხილული, წერია:

2019 წლის 2 ივლისს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა სააპელაციო წესით განიხილა დავა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა.

განჩინებაში არ იკვეთება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ბრალდებულის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება (განჩინება უთითებს მხოლოდ ბრალდების დადგენილებაზე). მეტიც - არ ჩანს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ არსებობდა ნიკანორ მელიას მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system