თავში

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 5 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

პარლამენტის შენობაში შიმშილობდნენ დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შიმშილობს გიორგი ბარამიძე. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას დათანხმდა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ამის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჟირნალისტებთან გორის ჰოსპიტალზე არჩევანის გაკეთების მიზეზიგანმარტა. მან ასევე განაცხადა, რომ კლინიკა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის განსაკუთრებული პალატა მოეწყო.

დღესვე, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდანვიდეო-კადრები გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

ასევე შიმშილობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.

შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატებმაც.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილეს, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს, მსოფლიო ბანის განცხადებით, ის შიმშილობას მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, როცა დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system