თავში

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ - PHOTO

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ - PHOTO
პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ - PHOTO

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. სასესიო დარბაზში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. 

აღნიშნული სამახურების გამოჩენა სავარაუდოდ ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარს უკავშირდება.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი დეპუტატებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის დაუდგენელი სითხის სპეციფიური სუნის გამო რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. ენძელა მაჭავარიანის თქმით ის ალერგიულია ნებისმიერ მძაფრ სუნზე შეიძლება ცუდად გახდეს. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძე ჟურანლისტებს განუცხადა, ენძელა მაჭავარიანმი ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და მის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლები ოპოზიციონერი დეპუატეტები არიან. 

პარლამენტის აპარატის თანამშრომელი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა კი "მოძრაობა" სირცხვილიამ აიღო. "სისტემა" ყარს, წერს მოძრაობა სოციალურ ქსელში. 

სხდომა ამ დრომდე არ განახლებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system