თავში

პარლამენტთან ინცინდენტი მოხდა - PHOTO

პარლამენტთან ინცინდენტი მოხდა
პარლამენტთან ინცინდენტი მოხდა - PHOTO

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შეშითა და ქვიშით დატვირთული ტომრები მიიტანეს. Report.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ პოლიციის წარმომადგენლები დემონსტრანტებს ტვირთის გადმოტანის უფლებას არ აძლევდნენ. მათი თქმით, აუცილებელი იყო ტომრების ასაფეთქებელ ნივთიერებებზე შემოწმება. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ქვიშა მათ მსუბუქი კარვების გასამაგრებლად სჭირდებოდათ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს კარებთან შენობის პიკეტირებისათვის განათავსეს.

მცირე ინცინდენტის შემდეგ პოლიციამ დემონსტრანტებს ტომრების სატვირთოდან გადმოტანის საშუალება მისცა. თუმცა, ავტომანქანა შენობასთან ახლოს არ მიუშვა.

საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დღის მეორე ნახევარში მოახდინეს. მათი თქმით, ამის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. ხვალიდან ისინი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ მისცემენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system