თავში

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - PHOTO

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - PHOTO
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - PHOTO

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების ნაწილი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა გამართულიყო.

14 ნოემბერს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და დღევანდელი დემონსტრაცია დააანონსეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში სამი შეხვედრა გამართეს. მოთხოვნებს ისინი საზოგადოებას დღეს გააცნობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system