თავში

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - PHOTO - VIDEO

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს  - PHOTO - VIDEO

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს და  უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საყვირებისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე შეაცილეს. 

პარლამენტთან შეკრებილების მთავარ მოთხოვნად არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რჩება. 

ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტთან საბჭოთა კავშირის დროშა დაწვა. 

"ჩვენ ასე მოვუკიდებთ ისტორიის ცეცხლს ყველა დიქტატორს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომლის ადგილიც საბჭოთა წარსულშია" - თქვა ჩხარტიშვილმა. 

როგორც "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ Report.ge-ს განუცხადა, თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ოქტომბერში კრახით დაასრულებს არჩევნებს. 

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ არსებულ ღობეზე კრემლის გამოსახულებით ბანერი გააკრეს წარწერით „შეცვალე“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობით სწორედ იმიტომ შემოსაზღვრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციები არ ჩატარებულიყო, სწორედ ამის გამო გააკრეს მათ ღობეზე კრემლის ბანერი.

რაც შეეხება პარლამენტის წინ ღობის შემოვლებას, ამის მიზეზად თბილისის მერიასარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system