თავში

პარტია ,,ევროპელი სოციალისტები" განცხადებას ავრცელებს

პარტია ,,ევროპელი სოციალისტები" განცხადებას ავრცელებს
პარტია ,,ევროპელი სოციალისტები განცხადებას ავრცელებს

პარტია „ევროპელი სოციალისტები“განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას.

,,პოლიტიკური პარტია „ევროპელის სოციალისტების“ საპარლამენტო დეპუტატებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ონლაინ ,,შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მოაწილეობით.

„ევროპელმა სოციალისტებმა“ შეხვედრაზე წარადგინეს წინადადებები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტია მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსის ძირეულ ცვლილებას.

„შეხვედრაზე „ევროპელმა სოციალისტებმა“ წამოაყენეს წინადადება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში, რაც შეხვედრაზე კონსტრუქციულად იქნა აღქმული“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სამუშაო ფორმატში სამომავლოდაც წარმოადგინოს არგუმენტირებული წინადადებები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system