თავში

პარტია "ქართული არჩევანი" კიბერთავდასხმის შესახებ იტყობინება

პარტია "ქართული არჩევანი" კიბერთავდასხმის შესახებ იტყობინება
პარტია ქართული არჩევანი კიბერთავდასხმის შესახებ იტყობინება

პარტიის "ქართული არჩევანი" ოფიციალურ გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ. მათი თქმით, მიზანი წინასაარცევნო კამაპნიისთვის ხელის შეშლა იყო.

"პარალიზებულია "ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა.

მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან სერიოზული ინტერესი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა სტრუქტურებმა უახლოეს პერიოდში უნდა მოახდინონ დასკვნის დადება," - გტანაცხადა პარტიის ლიდერმა ბეჟან გუნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system