თავში

პარტიამ "საქართველოსთვის" პროგრამული ხედვა წარადგინა

პარტიამ "საქართველოსთვის" პროგრამული ხედვა წარადგინა
პარტიამ საქართველოსთვის პროგრამული ხედვა წარადგინა

"მიზანი არის ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც მიიღწევა პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობით, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არსებულ საჭიროებებზე მორგებული სოციალური დაცვისა და განათლების სისტემა, ქვეყნის დეოკუპაცია, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალური დღის წესრიგით მოქმედება", - ამის შესახებ "საქართველოსთვის" პროგრამული ხედვის წინათქმაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ დღეს წარადგინა . 

მათი თქმით, თითოეულ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ შედეგიანად ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "საქართველოსთვის" პროგრამული ხედვა ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას:

1. განვითარება

2. დემოკრატია

3. უსაფრთხოება


შემდგომ წლებში, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის

აუცილებელია სისტემური განახლება და რეფორმების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:

- სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს,

დეცენტრალიზაციას და მოქნილ და ეფექტიან სახელმწიფო აპარატს;

- მართლმსაჯულების სისტემა, სადაც რეფორმა ეხება ყველა რგოლს, მათ შორის, სამართალდამცავ და

საპროკურორო საქმიანობას, სასამართლო სისტემას და მიმართულია თანმიმდევრული და

სამართლიანი პოლიტიკის გატარებაზე;

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის რისკების შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული

პოლიტიკის გატარების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემის

უზრუნველყოფის და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ერთიანი, დამოუკიდებელი მექანიზმის

შექმნის გზით;

- სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, მასში ახლებური ხედვის ფორმირების გზით, კონტრ-სადაზვერვო, საგარეო დაზვერვის, ჰიბრიდული საფრთხეების და სხვა მიმართულებებით;

- განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

- სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული,

მეტი სამართლიანობისა და უკეთესი მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.

რეფორმის შემდგომი ეტაპებია განსახორციელებელი შემდეგი მიმართულებებით:

- საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ადმინისტრირება;

- ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება;

- ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის

მიღების მიზნით;

- საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით ნატოსთან

თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება. გაწევრიანების

პროცესის დასაჩქარებლად, მათ შორის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზნით, კონკრეტული

საგზაო რუკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს როლის განსაზღვრა ფართო შავი

ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში.


პარტიის "საქართველოსთვის" მიერ წარმოდგენილი პროგრამული ხედვა არის ცოცხალი დოკუმენტი. პარტია შექმნის პროგრამული ხედვის თითოეული მიმართულებით სპეციალურ სამუშაო პლატფორმებს, რომლის

ფარგლებშიც იქნება აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

ამ პლატფორმების მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი ხედვები, რეკომენდაციები და

ინიციატივები შემდგომში აისახება დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system