თავში

"პარტიაში სხვა მოსაზრებებია" - შევა თუ არა ნათელაშვილი პარლამენტში

"პარტიაში სხვა მოსაზრებებია" - შევა თუ არა ნათელაშვილი პარლამენტში
პარტიაში სხვა მოსაზრებებია - შევა თუ არა ნათელაშვილი პარლამენტში

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხზე თავს იკავებს, თუმცა პარტიაში სხვა მოსაზრებებია.

მისივე განცხადებით, საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საერთო ოპოზიციურმა ბოიკოტირებამ დაკარგა შინაარსი, ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ წარმომადგენლები, მათი იქ ურჩევნიათ ყოფნა, პარტიამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის მხილება, რათა ოდნავ მაინც შევაჩეროთ ის დამღუპველი გადაწყვეტილებები, რასაც ლამის ყოველდღიურად იღებენ და ყელში ყულფს უჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა როგორიც იქნება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, იმის მიხედვით გადავწყვეტთ.

შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, უფრო იხრება არშესვლისკენ, მაგრამ პარტიაში სხვა მოსაზრებებია. ბოლო ერთი თვეა, ეს მსჯელობა დაწყებულია. ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას", – განაცხადა გუგავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გამორიცხავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system