თავში

"პარტიებში ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე უნდა ფიქრობდნენ" - სერგეენკო

"პარტიებში ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე უნდა ფიქრობდნენ" - სერგეენკო
პარტიებში ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე უნდა ფიქრობდნენ - სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, "ოპოზიციის ნაწილი "აქციოლოგად“ ჩამოყალიბდა". 

მისივე თქმით, აქციების ნაცვლად, პარტიებში ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე უნდა ფიქრობდნენ.

"ოპოზიციის ნაწილი უკვე "აქციოლოგად" ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა. ვისურვებდი, რომ მათგან რაღაც კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა, ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს. "შავ სიას" რაც შეეხება, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ცუდ, რეპრესიულ ასოციაციებს აღძრავს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system