თავში

"პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე" - ღარიბაშვილი

"პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე" - ღარიბაშვილი
პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე - ღარიბაშვილი

"ჩემთვის დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავი გვაქვს ქვეყანაში, დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს უამრავი პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა, ბოლომდე დაიხარჯოს იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გასცა, ზედმიწევნით პირნათლად შეასრულოს.

"ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა და არა არჩევანი, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთო, ბოლომდე დავიხარჯო იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ზედმიწევნით პირნათლად შევასრულო და ჩემი წვლილი შევიტანო სიღარიბის დაძლევაში, უმუშევრობის შემცირებაში, მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის განვითარებაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრი საზრუნავი. მე მიწევდა საუბარი, ჩვენ გვიწევდა საუბარი და ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიისას კონცენტრირება გვქონდა მოწინააღმდეგეებზე და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდით, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს. არჩევნების დასრულებისთანავე, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არის საინტერესო არც პატიმარი, არც პატიმრები, არც პოლიტიკური ოპონენტები. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, შესაბამისად, ჩემთვის რა თქმა უნდა, საინტერესოა ის მიმდინარე საკითხები და პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system