თავში

პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს - ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული
პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობასა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს შეეხო. მან თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, რასაც ის უნდა შეეგუოს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა ამას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ, თუმცა მანამ, სანამ ეს საჭირო არ არის, სააკაშვილი დარჩება ციხეში. 

"პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როდესაც კანონზე მაღლა იდგა, ჩაგრავდა, აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნება გადაიყვანენ და შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკუთარ საკანში. ეს ადამიანი თვითონ შიმშილობს, თუ დიეტაზეა, ამაზე მოგვიანებით განმარტებას გავაკეთებ, მაგრამ თავად იზიანებს თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ციხის ადმინისტრაციის და პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება. ამასთან, დამატებით ექიმების ჯგუფიც ჩავრთეთ პროცესშიც, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირების. ყველა პირობა არის შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system