თავში

პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული - ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგ
პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი შიმშილობის საკითხს ეხმაურება. მან თქვა, რომ არცერთი პატიმარია პრივილეგირებული და მათ შორის არც სააკაშვილი. 

"ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?", - ასე გამოეხმაურა პრემიერი მესამე პრეზიდენტის შიმშილობის 22-ე დღეს. 

"პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული. რამდენიმე ათასი პატიმარი ზის საპატიმროებში, მათაც სჭირდებათ მზრუნველობა, ხომ? პატიმარი სააკაშვილი არაფრით არ არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. გათავისუფლება გამორიცხულია. სააკაშვილი, მინიმუმ, 6 წელი იჯდება ციხეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system