თავში

პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს - წულუკიანი

პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს - წულუკიანი
პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს - წულუკიანი

რაკი პატიმარი გადაიყვანეს ერთი დაწესებულებიდან მეორეში, ეს ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო მოსაზრებები მოსაზრებებით ამგვარი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. სხვა შემთხვევაში, ასეთი გადაყვანები არასდროს ხდებოდა და არც ახლა მომხდარა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხიელ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის პატიმარია და მისი უფლებები შეზღუდულია. 

„რაც შეეხება პატიმარს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის გაიგებს, თუ გნებავთ შეიგნებს, რომ ის პატიმარია, აქვს უფლებები შეზღუდული, თავისუფალება აქვს აღკვეთილი, სწორედ ამიტომ არის პატიმარი და არა თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, როდესაც სამედიცინო პერსონალი თვლის, რომ მკურნალობის კურსი დასრულებულია, რა თქმა უნდა, პატიმარს არავინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოიხდის ის სასჯელს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system