თავში

"პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს" - პაპუაშვილი

"პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს" - პაპუაშვილი
პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს - პაპუაშვილი

"პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა.

"მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.

სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს გადაიყვანეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system