თავში

პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ დამაშანტაჟებს - გიორგი ვაშაძე

პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ დამაშანტაჟებს - გიორგი ვაშაძე
პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ დამაშანტაჟებს - გიორგი ვაშაძე

,,ამ სისულელეებზე და აბსურდზე საუბარი რომ მიწევს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია", - ასე უპასუხა ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვაზე აშანტაჟებენ თუ არა მას.

მისი თქმით, არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.

,,რას ნიშნავს მაშანტაჟებენ? რა ლაპარაკია, ან რა დამოკიდებულებაა საერთოდ. ვინმეს ჩემი შანტაჟის საშუალება, რომ ჰქონოდა, აქამდე არ დამაშანტაჟებდნენ? - სწორი ცხოვრებით მიცხოვრია, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაშანტაჟებს.

მითუმეტეს ის ადამიანები, არაერთხელ გაიყო ჩვენი გზები და თუ რამე უნდოდათ აქამდე ბერჯერ გამოიყენებდნენ. 

ყველა ოპოზიციურ პარტიას ვეუბნებით, რომ ზედმეტი არაფერი გამოთქვან თავიანთ პოზიციებთან დაკავშირებით.

რა დამოკიდებულებაა, ან რა წესია ეს ყველაფერი საერთოდ. აქ საკითხია ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მე ვერანაირ ინდიკაციას დღეს ვერ ვხედავ, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არასწორად მიმაჩნია, ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივები.

ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას საერთოდ არ ვაპირებდი. არ მისაუბრია არც ელისაშვილთან და არც იოსელიანთან. ერთადერთი ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, ისევე როგორც დეკემბერში მომწერა, რაღაც იდეა მაქვს და გამოდიო. აქ კიდევ დამხვდა იდეა, რომ რაღაც დიდ შეხვედრას ვაპირებთ და რაღაც უნდა გადაწყდეს ამ შეხვედრაზეო, ვერ გადაწყდება ასე ვერაფერი, თუ რამე გადაწყდება უნდა გადაწყდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ,,დღის კურიერში.

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინოს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს. ინიციატივას, პარტია "მოქალაქეებიც" ემხრობიან.

ამასთან "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, შეხვედრაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც მზად იყო. 

თუმცა დღეს, გიორგი ვაძაძემ განაცხადა, რომ "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" შეხვედრა ვერ შედგება. 

რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი ვაშაძის ან სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კომპრომატებს იყენებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system