თავში

პატივს მივაგებთ მათ მიერ გაწეულ მსხვერპლს - კელი დეგნანი

პატივს მივაგებთ მათ მიერ გაწეულ მსხვერპლს - კელი დეგნანი
პატივს მივაგებთ მათ მიერ გაწეულ მსხვერპლს - კელი დეგნანი

1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი  საელჩოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი. ბერლინის კედლის დაცემიდან ტიანანმენის მოედანზე გმირულ გამოსვლამდე, მსოფლიო უყურებდა, როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად; 

ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ხელი ხელს ჩაკიდა; უნგრეთში გახსნეს საზღვარი ავსტრიასთან პიკნიკის მოსაწყობად, ხოლო აქ, საქართველოში, 9 აპრილს 21-მა ადამიანმა უმაღლესი საფასური გადაიხადა, ასობით ადამიანი კი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით თავისუფლებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს. დღეს პატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რათა უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი გვქონოდა. მოდით, ვიყუროთ ასევე წინ სიამაყით, რადგან ჩვენ ამერიკელები და ქართველები ვზეიმობთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს," - აღნიშნავს კელი დეგნანი.  

კელი დეგნანმა 9 აპრილის მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system