თავში

პატრიარქმა მაიკ პომპეოს უმასპინძლა

პატრიარქმა მაიკ პომპეოს უმასპინძლა
პატრიარქმა მაიკ პომპეოს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა დასრულდა. 

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system